
ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა - თეა კიკალიშვილმა და ნინო ღლონტმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს.
პედაგოგებს პროფესიული წინსვლის სქემით გათვალისწინებული აქტივობების წარმატებით შესრულებისთვის წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ.
დირექტორი ტარიელ კალანდაძე ულოცავს მათ მიღწეულ წარმატებას და შემდგომ პროფესიულ წინსვლას უსურვებს.