მუხურის საჯარო სკოლა საერთაშორისო პროექტში ჩაერთო
23-11-2020

2020 წლის ნოემბრიდან ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლა საერთაშორისო პროექტში - „Global Tour Bus“ ჩაერთო.

პროექტი Erasmus+ და eTwinning- ის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის ხანგრძლივობაა 6 თვე. ჩართულია მსოფლიოს 36 ქვეყანა, 71 მასწავლებელი და ასობით მოსწავლე. მუხურის საჯარო სკოლიდან პროექტს ხელმძღვანელობს ინგლისური ენის მასწავლებელი ქეთევან ჟორჟოლიანი. სკოლიდან მონაწილეობს საშუალო და საბაზო საფეხურის 7 მოსწავლე: ნიკა გოგიჩაძე, სოფო გეგეშიძე, მარიამ კორტი, ქეთი გაბიტაშვილი, მარიამ ბოჭორიშვილი, ელო ბოჭორიშვილი და ელენე ბოჭორიშვილი.

უნდა აღინიშნოს, რომ მონაწილეთა რაოდენობით აღნიშნული პროექტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბურია რაც დღემდე განხორციელებულა eTwinning პორტალის ფარგლებში. პროექტის მიზანია:

  • კულტურათა დიალოგი ერებს შორის;
  • წერითი და სამეტყველო უნარების გაუმჯობესება ინგლისურ ენაში;
  • ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარება;
  • კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება;
  • თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სასწავლო პორტალების აქტიური გამოყენება.

„მოხარულნი ვართ, რომ ასეთ მაშტაბურ პროექტში თავის წვლილს შეიტანს მუხურის საჯარო სკოლაც. ქეთი მასწავლებელს და მის გუნდს ვუსურვებთ წარმატებებს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203