
ახმეტის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერული წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, ისტორიის პედაგოგმა, ნინო მაისურაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და წამყვანის სტატუსი მიენიჭა.
სკოლა პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.