ბათუმის N20 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა ბავშვის უფლებათა კონვენციის დღე აღნიშნეს
23-11-2020

ბათუმის N20 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „ბალავარის“ წევრებმა ბავშვის უფლებათა კონვენციის დღეს ვიდეორგოლი მიუძღვნეს.

მოსწავლეებმა კონვენციის შესახებ საჯაროდ ისაუბრეს, მათ თანატოლებს, მშობლებსა და უფროსებს შეახსენეს ის უფლებები, რომლებიც ბავშვის უფლებათა კონვენციაშია მოცემული.

საკლუბო შეხვედრაზე თვალსაჩინოების დახმარებით განიხილეს კონვენციის შექმნის ისტორია და თითოეული მუხლი. იმსჯელეს და დააფიქსირეს საკუთარი შეხედულებები.

კლუბის მეურვე პედაგოგი თამარ გორგილაძე იყო.

20 ნოემბერი ბავშვის უფლებათა კონვენციის დღეა.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203