ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის დღე აღნიშნეს
23-11-2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლაში, კლუბ „ნიკეს“ ინიციატივით, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა (ხელმძღვანელი მაია არახამია).

სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის წევრებმა ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით შექმნეს საინფორმაციო პოსტერები, ნახატები, იმსჯელეს ამ დღის მნიშვნელობაზე. გაეცნენ სხვადასხვა სიტუაციებს ტოლერანტობის თემატიკაზე, სიტუაცია გააცოცხლეს როლური თამაშებით. ასევე დებატები გამართეს თემაზე: „სამყაროს მრავალფეროვნება...“

16 ნოემბერს, მსოფლიო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე, UNESCO-ს ინიციატივით, 1995 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანი ტოლერანტული გარემოს მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა კულტურათა შორის პატივისცემის, დიალოგის და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენებაა.

სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ახორციელებს ასოციაცია „ათინათი“.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203