
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხაიშის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი წრეები იხსნება. სკოლის ადმინისტრაცია ამ საკითხზე განცხადებას ავრცელებს და მშობლებს მიმართავს:
„ძვირფასო მშობლებო, მოგეხსენებათ, რომ ხაიშის საჯარო სკოლაში იქმნება შემოქმედებითი კუთხე, შესაბამისად შედგება მუსიკალური და სხვა წრეები, დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ: დამრიგებელს, დირექტორს, სასწავლო ნაწილს, მუსიკის პედაგოგს.
ხალხურ საკრავთა წრეს წაიყვანს ყველასთვის საყვარელ ანსამბლი „კვირიას“ ხელმძღვანელი ბ-ნი გურამ კვასტიანი.
გისურვებთ წარმატებას!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.