
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლას თბილისის ღია უნივერსიტეტისგან გრანტი გადაეცა.
გრანტით მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები ისარგებლებენ და მათ სრულად დაუფინანსდებათ ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი პლატფორმა - hubu.ge.
პლატფორმის საფასური, ერთ მოსწავლეზე წლის განმავლობაში შეადგენს 100 ლარს. გრანტით კი თბილისის ღია უნივერსიტეტი სკოლის ყველა მაღალკლასელს დაუფარავს ამ თანხას.
საგრანტო პროექტის მიზანია დისტანციური სწავლების გამოწვევების ეფექტურად დაძლევა.
იხილეთ ფოტო