
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს.
სკოლის დირექტორის რუსუდან ბიწაძის თქმით, საგაკვეთილო პროცესს არც ერთი მოსწავლე არ ჩამორჩება.
„დისტანციური სწავლება მეტნაკლებადაა რთული ჩვენი სკოლისთვის, მაღალმთიან სოფლებში მოქმედი სკოლებისთვის ძირითადი პრობლემა ინტერნეტი და გაუმართავი ტექნიკური დახმარებაა. არადა „თიმსში“ ყველანაირი პირობაა შექმნილი გაკვეთილი სრულყოფილად წარიმართოს. უნდა აღინიშნოს, რომ წინა პერიოდთან შედარებით ძირეული ცვლილებები და წინ გადადგმული ნაბიჯები ბევრი გვაქვს, ვეჩვევით დაბრკოლებების სწრაფად გადალახვას. ზემოთხსენებული პრობლემების ფონზე მაინც გავდივართ შედეგზე, არ მრჩება მოსწავლე ვინც საგაკვეთილო პროცესში ჩამოგვრჩება, თუ ეს ვერ ხერხდება „თიმსის“ დახმარებით უკვე სხვა ყველანაირ გზას ვიყენებთ საკონტაქტოდ.
ინტერნეტ სწავლებას, რა თქმა უნდა, სკოლაში დაბრუნების შემდგომაც გამოვიყენებთ მეტი მრავალფეროვნებისთვის. იმედია დისტანციური სწავლება დიდი ხნით არ გაგრძელდება“,- აღნიშნავს რუსუდან ბიწაძე.