გაიცანით, მეგი ბოლქვაძე - ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე, რომელიც არაჩვეულებრივად ხატავს
23-11-2020

გაიცანით, მეგი ბოლქვაძე - ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე. მეგი პატარაობიდან გატაცებულია ხატვით. ფანქარი და სახატავი ფურცელი მისი განუყრელი მეგობრები არიან, უყვარს ბუნენაში სეირნობა და სამყაროს მრავალფეროვნების თვალიერება, შემდეგ კი საოცარი ნახატების შექმნა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეგის ნახატებში ფერების საოცარი შეხამებაც სწორედ ბუნების სიყვარულის გამოხატულებაა. ის გულმოდგინედ გვიამბობს თითოეული ნახატის შინაგანი სამყაროს შესახებ.

თვითნასწავლი პატარა მხატვრისთვის ყველა ნახატი განსაკუთრებული და საყვარელია.

მეგის დამრიგებელი თინათინ ბოლქვაძეა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203