გორელოვკის N3 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
23-11-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გორელოვკის N3 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ამის მიზეზი სკოლაში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევები გახდა.

დირექტორი ეკატერინა სუდაძე დისტანციურ სწავლებაზე თავის მოსაზრებას გვიზიარებს და ამბობს, რომ გასულ სასწავლო წელთან შედარებით, ამჟამად ონლაინ სწავლება უფრო ეფექტურად მიმდინარეობს. მისი თქმით, მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სასწავლო პროცესში.

„რომ შევადაროთ პირველ პერიოდს, როდესაც დისტანციური სწავლება იყო ახალი დანერგილი, რა თქმა უნდა, ახლა ბევრად მეტია გამოცდილება, მოსწავლეებიც ჩართულები არიან სწავლების პროცესში. სანამ დავდიოდით სკოლაში, მასწავლებლეს ტრენინგები უტარდებოდათ „თიმსში“, დისტანციურ რეჟიმში და უკვე ყველა მიჩვეულია პროგრამაში მუშაობას“,-აღნიშნავს ეკატერინა სუდაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203