„მაინც გავდივართ სასურველ შედეგზე“ - წირქვალის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს
23-11-2020

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ წირქვალის საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად წარმართავს. 

სკოლის დირექტორის, მზევინარ ტაბატაძის თქმით, მასწავლებლები ონლაინ სწავლებისთვის პლატფორმა „თიმსს“ იყენებენ და სასურველ შედეგზეც გადიან.

„დისტანციური სწავლება მეტნაკლებადაა რთული ჩვენი სკოლისთვის, ინტერნეტია ძირითადი ხელისშემშლელი, მაგრამ მაინც გავდივართ შედეგზე, ძირითადად „თიმსის“ პლატფორმით ვსარგებლობთ ყველა მოსწავლე არის დარეგისტრირებული და ასე თუ ისე მაინც გავდივართ სასურველ შედეგზე.

ინტერნეტ სწავლებას, რა თქმა უნდა, სკოლაში დაბრუნების შემდგომაც გამოვიყენებთ, უფრო მრავალფეროვანს გახდის სწავლებას. თუმცა, მე როგორც პედაგოგიც მოსწავლეებთან აქამდეც აქტიურად ვიყენებდი ინტერნეტ რესურსებს“,- აღნიშნავს მზევინარ ტაბატაძე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203