
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებისა და კარიერული წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, სკოლის პედაგოგმა, რევაზ მარგიანმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭება.
სკოლა მასწავლებელს წარმატებას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.