ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით ასრულებენ
20-11-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში  izrune.ge.

მოსწავლეებმა - კარენ ნაჰაპეტიანმა და ლენა დარბინიანმა ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელი ტესტი მონდომებით გააკეთეს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203