ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონი“ პირველ ტურში კარგი შედეგები აჩვენეს
20-11-2020
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა.

ინტელექტ-ჩემპიონატში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთვნენ.

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თინათინ გულეიშვილი აღნიშნავს, რომ მოსწავლეებს შედეგები საკმაოდ კარგი ჰქონდათ.

„ძალიან კარგად ჩაიარა ტესტირებამ. მოსწავლეებიც კმაყოფილები იყვნენ და შედეგებიც საკმაოდ კარგი ჰქონდათ. იმედი მაქვს, რომ ფინალისტიც ჩვენ მოსწავლე გახდება. მინდა აღვნიშნო, რომ არა პანდემია, უფრო მეტი მოსწავლე ჩაერთვებოდა პროცესში, თუმცა იმედია, მომავალ წელს უფრო აქტიურად მიიღებენ მოსწავლეები მონაწილეობას“, - განაცხადა თინათინ გულეიშვილმა.

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად,  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს.

იხილეთ ტესტირების ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203