მეორე ობჩის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ პირველი ტური რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა
20-11-2020

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა.

მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატში მონდომებით ჩაერთვნენ. 

როგორც მეორე ​ობჩის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგმა ზურაბ გაჩეჩილაძემ გვითხრა, ტესტირების პროცესში ყველა აუცილებელი რეკომენდაცია გათვალისწინებული იყო.

„ეტალონის“ პირველი ტურის ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. ტესტირების პროცესში სრულად იყო ყველა აუცილებელი რეკომენდაცია გათვალისწინებული. ზოგადად, ბავშვები ყოველთვის აქტიურად ერთვებიან „ეტალონში“, მოსწონთ ასეთი ტიპის პროექტები და წელსაც ინტერესით იყვნენ ჩართულნი. რამდენიმე მოსწავლეს ნამდვილად მაღალი ქულა ჰქონდა მიღებული“, - განაცხადა პედაგოგმა.

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად,  ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203