საირხის საჯარო სკოლაში 11 დეკემბრის ჩათვლით დისტანციურად ისწავლიან
20-11-2020

საჩხერის მუნიციპალიტეტის საირხის საჯარო სკოლა 11 დეკემბრის ჩათვლით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო, გართულებული ეპდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 11 დეკემბრის ჩათვლით სასწავლო პროცესი წარიმართოს სრულად დისტანციური ფორმით.

დაწვრილებით ინფორმაციას დამრიგებლები გაგაცნობენ. ნებისმიერი შეკითხვის და პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ, აცნობოთ დამრიგებლებს, ან დაგვიკავშირდეთ სკოლის დირექციას.

ყველას გისურვებთ მშვიდობას და ჯანმრთელობას“,-წერია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203