აფენის N2 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
20-11-2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის N2 საჯარო სკოლის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

„ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, სკოლა გადადის ონლაინ სწავლების მოდელზე 2 დეკემბრამდე, რადგან 3 თანამშრომელს დაუდგინდა covid-19.

ყველა გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და დაიცავით წესები“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203