„ჩემი უფლებები და მოვალეობები სკოლაში“ - დიდი ჩაილურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი განახორციელეს
20-11-2020

„ჩემი უფლებები და მოვალეობები სკოლაში“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში განხორციელდა.

პროექტზე III -IV კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს.

ბავშვებს მენტორობას პედაგოგი მანანა მჭედლიშვილი უწევდა.

შესრულებული აქტივობები მოიცავდა: პროექტის გაცნობას, დისკუსიას, პოსტერებზე მუშაობას და ექსკურსიას სკოლის შენობაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203