
თბილისის N14 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „მომავლის სხივის“ წევრებმა (მ. ქავთარაძე, ს. ქავთარაძე, მ. ივანიძე) იმუშავეს ონლაინ პროექტზე - „ყალბი ახალი ამბები“.
ისინი სტუმრად იყვნენ ტელეკომპანია „იმედში“, სადაც შეხვდნენ და ინტერვიუ ჩაწერეს ტელეკომპანიის Fakenews-ის წამყვან ჟურნალისტთან - უჩა პირმისაშვილთან, რომელიც აშუქებს ყველა იმ ყალბ ინფორმაციას, რომელსაც აღმოაჩენს საქართველოს მასშტაბით.
მოსწავლეებმა ასევე მოიძიეს უამრავ ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით და საინტერესო პოსტერი შექმნეს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო