ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლე მათე ტყემალაძე გაცვლითი პროგრამის ნახევარფინალისტია
20-11-2020

ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მათე ტყემალაძე flex-ის ნახევარფინალისტი გახდა.

„სკოლის დირექცია და ადმინისტრაცია ვულოცავთ მათე ტყემალაძესა და მის პადაგოგს ცირა ძაძუას ამ წარმატებას, ვუსურვებთ უფრო მეტ წარმატებას“,-ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) სკოლის (14-16 წლის) მოსწავლეებს სთავაზობს  შესაძლებლობას, გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203