წალკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი სამ პედაგოგს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს
20-11-2020

წალკის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ წინსვლაზე. ამჯერად, სამმა პედაგოგმა გაიარა წარმატებით გარე დაკვირვება. წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ ინგლისურის მასწავლებელ თია ნავერიანს და ისტორიის პედაგოგებს - ლამზირა აბულაძესა და იამზე ფირცხელანს. 

„დირექტორი ლეილა წიკლაური ულოცავს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას და წამყვანობას ისტორიის პედაგოგებს - ლამზირა აბულაძესა და იამზე ფირცხელანს, ასევე ინგლისურის მასწავლებელ თია ნავერიანს და შემდგომ პროფესიულ წინსვლას უსურვებს მათ“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203