ირემაძეების საჯარო სკოლის VII, IX, X კლასის მოსწავლეებს საინტერესო ონლაინ ტრენინგი ჩაუტარდათ
20-11-2020

მერაბ ჭელიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეების საჯარო სკოლის VII, IX, X კლასის მოსწავლეები ონლაინ ტრენინგს დაესწრნენ. 

შეხვედრას კოორდინაციას უწევდა ამავე სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი იამზე ირემაძე.

შეხვედრის თემა იყო - ევროინტეგრაციის მიღწევები და გამოწვევები, ანტიდასავლური პროპაგანდის ამოცნობა, ევროკავშირთან ასოცირების 6 წლის შედეგები და ახალი შესაძლებლობები.

ტრენინგს უძღვებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილი.

მოსწავლეებმა და პედაგოგმა მას საინტერესო შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203