
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის შროშის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ სალომე ელისაშვილს ჩატარებული გარე დაკვირვების გაკვეთილი წარმატებულად შეუფასდა და 4 კრედიტი მიიღო.
მასწავლებელს პროფესიული წინსვლის სქემით გათვალისწინებული კომპონენტების წარმატებით შესრულებისთვის წამყვანის სტატუსი მიენიჭება.
გარე დაკვირვება ასევე გაიარეს და შედეგს ელოდებიან პედაგოგები: მარი სამხარაძე (გეოგრაფია) და თემურ ქათამაძე (სპორტი).
დირექცია ყველა პედაგოგს უსურვებს პროფესიულ წინსვლას და წარმატებებს.