ალისუბის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობენ
20-11-2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბის თემის N1 საჯარო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ოლიმპიადაზე საკუთარ შესაძლებლობებს 20-მდე მოსწავლე ცდის. პედაგოგები მოსწავლეთა ქულების გათვალისწინებით ფიქრობენ, რომ მეორე ტურში მათი სკოლიდან ბევრი გადავა.

დირექცია და პედაგოგები წარმატებებს უსურვებენ მონდომებულ მოსწავლეებს.

წელს ოლიმპიადის პირველი ტური ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203