ბორის საჯარო სკოლის პედაგოგებმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს
20-11-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორის საჯარო სკოლის პედაგოგებმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს. მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის სქემაში დაწინაურებული პედაგოგები არიან: ნანა ბერიძე, ასევე ჟანა ნიშნიანიძე და ნინო გაგოშიძე, რომლებიც ბორის საჯარო სკოლასა და კიცხის საჯარო სკოლაში მუშაობენ.

პედაგოგებს გარე დაკვირვების გავლა ოქტომბრის ბოლო რიცხვებში მოუწიათ და წარმატებისთვის 4 კრედიტი ბაზაში უკვე აესახათ.

მასწავლებელთა ნაწილი გარე დაკვირვების გაკვეთილს ნოემბერსა და დეკემბერში ჩაატარებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203