განათლების მინისტრი კრედოს მენეჯმენტის განვითარების პროგრამის პირველი ნაკადის გამოსაშვებ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოში მოღვაწე გამოცდილ ტრენერებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო კრედოს მენეჯმენტის განვითარების პროგრამის პირველი ნაკადის გამოსაშვებ ღონისძიებაში.
ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა. მინისტრმა კრედოს მენეჯემენტის განვითარების პროგრამის პირველი ნაკადის მონაწილეებს მიულოცა წარმატება.
მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სერტიფიკატები.
ღონისძიების ბოლოს კი სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული კრედოს წარწერიანი ტორტი დაჭრეს.