ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში რეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ
20-11-2020

ნოშრევან ჯიშკარიანის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში სწავლა ჩვეულ რეჟიმში, საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.

როგორც სკოლის დირექტორი აღნიშნავს, სკოლაში რეგულაციები მკაცრადაა დაცული. მოსწავლეებს ემსახურება სკოლის ტრანსპორტი, სადაც თერმოსკრინინგი ტარდება. საღამოს კი ტრანსპორტის დეზინფექცია ხდება.

რეკომენდაციების მიხედვით, სკოლაში შესვლისას ყველას უტარდება თერმოსკრინინგი, ბავშვები იმუშავებენ ხელებს სადიზინფექციო ხსნარებით, გადიან დეზობარიერებს და ყველა სტანდარტის დაცვით იწყებენ სასწავლო პროცესს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203