კიზილქილისას საჯარო სკოლის მასწავლებლები ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სტუმრობდნენ
20-11-2020

დმანისის მუნიციპალიტეტის კიზილქილისას საჯარო სკოლის პედაგოგები ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ. მოსწავლეებისთვის ეს სტუმრობა საინტერესო და შემეცნებითი გამოდგა. 

„გავეცანით ჩვენი კუთხის მდიდარ და  საინტერესო ისტორიას. დავრწმუნდით, რომ ისტორია სწორედ რომ ჩვენი სახლიდან იწყება. რა განძი გვქონია! რა მხნე რა მდიდარი! ჟღერს ქვის ჰარმონია, დარობს რა მდიდარი!

დიდი მადლობა მუზეუმის ყველა თანამშრომელს, ასეთი ყურადღებიანი და საინტერესო შეხვედრისათვის. 

დავგეგმეთ ექსკურსიები და პროექტები უფროსკლასელთათვის. მაგრამ ... იმედია, მალე დამთავრდება პანდემია.

მეორე ნაწილი კი მეგობრობის და არაფორმალურ გარემოში პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბების ზეიმი იყო, რაც ბოლოს გემრიელად და მხიარულად დამთავრდა“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203