მარნეულის N2 საჯარო სკოლაში „შუშანიკის წამების“ მიხედვით იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა
20-11-2020

მარნეულის N2 საჯარო სკოლაში ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების - „შუშანიკის წამების“ მიხედვით იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა.

იმიტირებულ სასამართლო პროცესში IX, X და XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, არაფორმალურმა გარემომ ხელი შეუწყო, ერთი მხრივ, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების უკეთ გაცნობას, აღქმას, გააზრებას, ანალიზს და მეორე მხრივ, პროცესში მონაწილე პირების როლების, ფუნქციების უკეთ გააზრებასა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას.

იმიტირებული პროცესში ქართული ენისა და ლიტერატურის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები იყვნენ ჩართული. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203