ბაზალეთის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა ინგა გლუნჩაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
20-11-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგმა ინგა გლუნჩაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად ყველა კომპონენტი შეასრულა. მისი შეფასებით, გაკვეთილზე მოსწავლეებმა საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

„სტატუსების მინიჭება იქნება იანვრიდან, თუმცა გარე დაკვირვება წარმატებულად შეფასდა.

ჩვენი სკოლა არჩევნების გამო გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე, რადგანაც სკოლაში იყო საარჩევნო უბანი. ურთულესი პრობლემის წინაშე დავდექი, განათლების სამინისტროდან შემატყობინეს, რომ გარე დაკვირვების გაკვეთილი 30 ოქტომბერს უნდა ჩამეტარებინა. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვიყავი და მოგეხსენებათ, როგორი დატვირთული ვიქნებოდი არჩევნების წინა დღეს. ონლაინ გაკვეთილის დროს ინტერნეტის ხარისხზეც ხარ დამოკიდებული.

თუმცა ჩემი თანამშრომლებისა და რაც მთავარია, მოსწავლეების მხარდაჭერით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მოსწავლეებმა საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს“,- ამბობს პედაგოგი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203