წიფის საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა, სტატუსის ასამაღლებლად, გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა
20-11-2020

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლაზე მუდმივად ზრუნავენ და სქემაში გათვალისწინებულ შესაბამის კომპონენტებს წარმატებით ასრულებენ.

სკოლის ორმა პედაგოგმა თეონა თურქაძემ და ლელა ზუბაშვილმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სტატუსი აიმაღლეს და წამყვანი მასწავლებლები გახდნენ.

გარე დაკვირვების გავლას სკოლის კიდევ რამდენიმე პედაგოგი დეკემბრის ბოლომდე ელოდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203