
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგმა ეკატერინე ქურდაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და 4 კრედიტი მოიპოვა. პედაგოგს წამყვანის სტატუსი მიენიჭება. გარდა ამისა, სკოლის კიდევ 4 მასწავლებელი ელოდება გარე დაკვირვების გავლას.
დირექცია ამაყობს პედაგოგიური კოლექტივით და წარმატებებს უსურვებს მათ.
„სკოლის წარმატება ძირითადად მოსწავლეთა და მასწავლებელთა წარმატებით განისაზღვრება. რაც უფრო მეტი პროფესიონალი პედაგოგი ჰყავს სკოლას, მით უფრო მაღალია სკოლის აკადემიური მაჩვენებელი. სწორედ ამიტომ მარელისის სკოლა ყოველთვის მხარს უჭერს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას. სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი, რათა მასწავლებლებმა აიმაღლონ კატეგორია და მიაღწიონ წარმატებას.
მიმდინარე წელს სკოლის 5 მასწავლებელი ელოდა გარე დაკვირვების გავლას, მათგან ერთმა რუსული ენის პედაგოგმა ეკატერინე ქურდაძემ უკვე დადგენილ პერიოდში გაიარა გარე დაკვირვება და მიიღო კიდეც დამსახურებული 4 კრედიტი, რაც ძალიან სასიხარულოა თითოეული ჩვენთაგანისათვის.
სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მოსწავლეები ვულოცავთ ღირსეულ პედაგოგს აღნიშნულ აღიარებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს კარიერული წინსვლის გზაზე, რაც უდავოდ წაადგება მოსწავლეთა სწავლების საქმეს.
ასევე გარე დაკვირვებას უახლოეს პერიოდში ელოდება სკოლის 4 პედაგოგი. იმედია ისინიც წარმატებით გადალახავენ შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს და მიაღწევენ წარმატებას. სემესტრის ბოლოს სკოლას ეყოლება 6 წამყვანი პედაგოგი, რაც ერთგვარი მოტივაციაა თითოეულის შემდგომი განვითარებისათვის“,-წერია დირექციის ინფორმაციაში.