
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხირსის საჯარო სკოლის ორი პედაგოგი - ლალი გონაშვილი, ქეთევან ტალიაშვილი და დირექტორი თემურ ჯანიბეგაშვილი აქტიურად არიან ჩართულები usaid-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებში.
დირექცია და მასწავლებლები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ წინსვლასა და ცოდნის გაღრმავებაზე, რათა მოსწავლეები საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესით უზრუნველყონ.