„სასიხარულო ინფორმაცია!“ - ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ინფორმაციას ავრცელებს
19-11-2020

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირზე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის ეგიდით ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები მრავალ საერთაშორისო გამოფენაში, ოლიმპიადასა და კონფერენციაში მონაწილეობდნენ. 

„სასიხარულო ინფორმაცია!

საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი მსოფლიო სამეცნიერო ორგანიზაციის MILSET-ის ევროპის რეგიონის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა.

საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის დამფუძნებელია ბატონი მამუკა მესხიშვილი და ქალბატონი ირმა მესხიშვილი, დირექტორი - სალომე ტეფნაძე.

აღნიშნული ორგანიზაციის ეგიდით ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები მრავალ საერთაშორისო გამოფენაში, ოლიმპიადასა და კონფერენციაში იღებდნენ მონაწილეობას და პანდემიის დასრულების შემდგომაც აუცილებლად განაგრძობენ ამ მიმართულებით აქტივობას“,-წერია სკოლის ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203