„აი, ასეთი სასიხარულო ამბავი ტრიალებს ჩვენს სკოლაში“ - ხაიშის საჯარო სკოლამ საჩუქრები მიიღო
19-11-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ხაიშის საჯარო სკოლამ სხვადასხვა ინსტრუმენტი და საჭირო ტექნიკა საჩუქრად მიიღო.  

სკოლას გადაეცა უახლესი აუდიო-TV-კომპიუტერული ტექნიკა, უახლესი ავეჯი; მუსიკალური საკრავები: ფანდური, სალამური, გიტარა, ვიოლინო,  ბლოკ-ფლეიტა, ტამ-ტამი, დაირა, სამკუთხედი, ასევე პინ-პონგის მაგიდა.

სკოლა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ნპარდის“ ფარგლებში დასაჩუქრდა.

„აი, ასეთი სასიხარულო ამბავი ტრიალებს ჩვენს სკოლაში“,-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203