
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N1 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებელმა მაია ქათამაძემ სტატუსი აიმაღლა და წამყვანი მასწავლებელი გახდა.
პედაგოგმა მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის სქემით გათვლილი ყველა აუცილებელი კომპონენტი წარმატებით შეასრულა.
სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ულოცავს მასწავლებელს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს შემდგომ კარიერულ წინსვლას.