
ქობულეთის მუნიციპალიტეტის აჭის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა მირზა ლაღიშვილმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო. მან მასწავლებელთა პროფესიული წინსვლის სქემით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი კომპონენტი წარმატებით შეასრულა.
სკოლის დირექცია და თანამშრომლები ულოცავენ მასწავლებელს მიღწეულ წარმატებას და უსურვებენ შემდგომ კარიერულ განვითარებას.