თბილისის N103 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა პადლეტის ელექტრონული დაფის საშუალებით ნამუშევრები ონლაინ გამოფინეს
19-11-2020

თბილისის N103 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა, ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, პადლეტის ელექტრონული დაფის გამოყენებით ნამუშევრების გამოფენა გამართეს. პატარებისთვის დისტანციური სწავლება სახალისოდ და საინტერესოდ მიმდინარეობს.

„დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, პანდემიის გავრცელების ფონზე, სწავლება დისტანციურად მიმდინარეობს. რაც ძირითადად, ინდივიდუალურ დავალებებს მოიცავს. თუმცა, მიუხედავად შექმნილი გარემოებისა, მასწავლებლებმა ხელი უნდა შეუწყონ ჯგუფური მუშაობის ელემენტების შემოტანას.

ონლაინ გაკვეთილებზე  ჯგუფური მუშაობის ელემენტების შემოტანა მეტად საინტერესოს და სახალისოს ხდის სწავლების  პროცესს.

პადლეტის პლატფორმა არის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე, სადაც მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად, სწავლობენ თანამშრომლობას, პასუხობენ შეკითხვებს, იყენებენ ფოტო-ვიდეო რესურსებს და სტატიებს, ასევე აფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს. პადლეტის  ელექტრონული დაფის მთავარ ღირებულებას კი წარმოადგენს ის, რომ პედაგოგი, როგორც ჯგუფური სამუშაოს ფასილიტატორი, პროცესს აკვირდება და თვალნათლივ ხედავს, რას აკეთებენ მოსწავლეები, როგორ მუშაობენ, ხომ არ სცდებიან საკითხს და ა.შ. 

კიდევ არა ერთი საინტერესო  პროექტის განხორციელებას გეგმავენ  მეორეკლასელები კლასის ხელმძღვანელის თაოსნობით პადლეტის პლატფორმის გამოყენებით“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. 

მოსწავლეთა ნამუშევრები იხილეთ ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203