
ახალციხის N7 საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან რესურსებს აწვდიან, რათა ონლაინ სწავლებამ უფრო ეფექტური და კარგი შედეგი გამოიღოს.
მასწავლებლები მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ არა ერთ საშუალებას იყენებენ. მოსწავლეებთან დაკავშირებისთვის „თიმსის“ პროგრამის გარდა, სოციალურ ქსელებსაც იყენებენ. ასევე იმ ბავშვებისთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო, გაკვეთილზე ვერ ერთვებიან, ვიდეოგაკვეთილებს წერენ.