
იოანე მინჩხის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის ინჩხურის საჯარო სკოლა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ევროსაბჭოს კამპანიას „დემოკრატიული სკოლა ყველასთვის“ უერთდება. კერძოდ, სკოლაში პროექტი „12 ნაფიცი მსაჯული“ ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი.
პროექტის მიზანია მოსწავლეებში დემოკრატიული პრინციპების, საკუთარი ქვეყნისადმი პასუხისმგებლობის, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების უნარების განვითარება.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო