
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის პედაგოგს - მანუშაკ მკრტჩიანს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. მიღწეულ წარმატებას პედაგოგს სკოლის დირექტორი რუბენ საჰაკიანი ულოცავს.
„ვფიქრობ, რომ სკოლა უკვე იმყოფება სახელმწიფო ენის სწავლების მაღალ დონეზე. ამისათვის სკოლის დირექტორი და კოლექტივი ვულოცავთ მანუშაკს უფროსი მასწავლებლის სტატუსს. ჩვენ ყველა ერთად ვქმნით მომავლის სკოლას“,-ამბობს სკოლის დირექტორი რუბენ საჰაკიანი.