
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ცირეკიძე დისტანციური სწავლების ხარვეზებზე საუბრობს. მისი განმარტებით, ყველა მოსწავლეს არ აქვს ტექნიკური საშუალება, რომ სწავლის პროცესში აქტიურად ჩაერთოს.
„ჩემს სკოლაში დისტანციური სწავლება მიმდინარეობს. ვერ ვიტყვი, რომ ადვილია, რადგან ყველა მოსწავლეს არ აქვს კომპიუტერი ოჯახში, რათა „თიმსით“ შევძლოთ საგაკვეთილო პროცესის წარმართვა, მობილურის ეკრანი კი ამის საშუალებას არ გვაძლევს. ამის გამო ძირითადად ვიყენებთ „მესენჯერს“, სადაც აქტიურად და სრულად ჩართულია ყველა მოსწავლე“,-ამბობს დირექტორი.