ძეძილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდნენ
19-11-2020

ხონის მუნიციპალიტეტის ძეძილეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში 17 ნოემბერს განახლდა. 10 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებოდათ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, დისტანციური სწავლება წარმატებით მიმდინარეობდა და ონლაინ გაკვეთილებში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები.

მასწავლებლები მოსწავლეებს როგორც საკლასო, ასევე დისტანციური სწავლებისას საინტერესო და მრავალფეროვან რესურსებს სთავაზობენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203