„თუ მოინდომებ და საქმე გულით გიყვარს, ყველაფერს გააკეთებ“ - ზემოხევის საჯარო სკოლის დირექტორი დისტანციურ სწავლებაზე
19-11-2020

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხევის საჯარო სკოლის დირექტორი რომან კონცელიძე დისტანციურ სწავლებაზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს.

„თავდაპირველად დისტანციური სწავლება ჩვენთვისაც უცხო იყო და პედაგოგებისთვისაც, თუმცა თუ მოინდომებ და საქმე გულით გიყვარს, ყველაფერს გააკეთებ. ჩვენც ვისწავლეთ და მივეჩვიეთ, ყველანაირ საშუალებას ვიყენებთ. თუ ინტერნეტი არ გვაქვს, სატელეფონო კავშირს ვამყარებთ. ისეთ ოჯახებში სადაც ორი ან სამი მოსწავლეა, ყველას არ აქვს ტელეფონი და კომპიუტერი და ამ შემთხვევაში ცოტა ჭირს“, - ამბობს სკოლის დირექტორი და განმარტავს, რომ ინტერნეტრესურსები სწავლებას მრავალფეროვანს ხდის, ამიტომ, მას მასწავლებლები სკოლაში დაბრუნების შემდეგაც გამოიყენებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203