ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა სამოქალაქო აქტივობებში ჩართულ მე-12 კლასის მოსწავლე ხატია აბულაძეს გვაცნობს
19-11-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ხატია აბულაძე უკვე 4 წელია აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო აქტივობებში. ხატია ბევრი საინტერესო პროექტის თანამონაწილეა. გარდა ამისა, ის მუდმივად იღრმავებს ცოდნას და თავადაც ატარებს ტრენინგებს.

„პროგრამა „მომავლის თაობა“ ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, რომელიც უმეტესწილად ორიენტირებულია სამოქალაქო განათლებაზე.

ხატია მონაწილეობს მათ ტრენინგებში, ზოგჯერ კი თავადაც ატარებს. ახლა ონლაინ რეჟიმში ესწრება ტრენინგებს. პროექტებს თავადაც ახორციელებს სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებით, სკოლასთან ერთად - მაგალითად, გენდერული თანასწორობის თემაზე, გარემოს დაცვის მიმართულებით... მოსწავლეებმა გენდერული თანასწორობის თემაზე გრანტიც აიღეს, პროექტს ერქვა „ქალი თანამედროვე ცხოვრებაში“.

ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ბათუმის ამერიკული კუთხე“ ჩაატარა მედია წიგნიერების ერთკვირიანი ტრენინგი, ასევე პროფესიაზე ორიენტაციის ტრენინგები, რომელიც ჩაატარა ლია ფუტკარაძემ.

ახლა ხორციელდება პროექტი „ბათუმის ამერიკული კუთხის“ მხარდაჭერით - „ახალგაზრდები სამოქალაქო ჩართულობისთვის“, რომლის ერთ-ერთი თანაშემქმნელი ხატიაა. მან ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების თემაზე“,-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203