
ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა ელენე ბურჭულაძემ და რუსული ენის პედაგოგმა სვეტლანა სადრაძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარეს და შესაბამისი 4 კრედიტქულა მიიღეს.
პედაგოგებს წარმატებული აქტივობებისთვის წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ.
სკოლის დირექტორი ტარიელ კალანდაძე ულოცავს მასწავლებლებს მიღწეულ წარმატებას და შემდგომ პროფესიულ წინსვლას უსურვებს.