
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის თხილნარის N2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა თამარ გორგაძემ გარე დაკვირვების გაკვეთილი დისტანციურად წარმატებით ჩაატარა.
პედაგოგს პროფესიული წინსვლის სქემით გათვალისწინებული აქტივობების წარმატებით გავლისთვის წამყვანის სტატუსი მიენიჭება.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს მასწავლებელს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს წინსვლას შემდგომ საქმიანობაში.