
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლას ბევრი წარმატებული პედაგოგი ჰყავს, მათ შორის გამორჩეულია მათემატიკის მასწავლებელი ინეზა ფაღავა, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი 2012 წლიდან აქვს. ამჯერად კი პროფესიული წინსვლისთვის გარე დაკვირვება გაიარა. პედაგოგს წარმატებული აქტივობებისთვის წამყვანის სტატუსი მიენიჭება.
„ქვეყნის სიტუაციიდან გამომდინარე. სასწავლო წლის დაწყებიდან ჩვენი სკოლა გადასულია დისტანციურ სწავლებაზე. ინეზა ფაღავა წარმატებით ეუფლება სიახლეებს და აქტიურად იყენებს გაკვეთილის წარმართვისას. ამის მაგალითია მის მიერ დისტანციურ რეჟიმში ჩატარებული გარე დაკვირვების გაკვეთილი, რომელშიც მოიპოვა 4 კრედიტქულა.
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ინეზა ფაღავას ულოცავს კარიერულ წინსვლას და უსურვებს წარმატებებს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.