
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ოფეთის N1 საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. დირექცია განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ შემუშავებულ რეგულაციებს მკაცრად იცავს. როგორც სკოლის დირექტორი მამუკა ჩაჩუა ამბობს, მათთვის დისტანციური სწავლებაც არ იყო რთული და თუ აუცილებლობა იქნება, მასწავლებლები ონლაინ გაკვეთილებსაც მომზადებულები შეხვდებიან.
„ჩემს სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. მოსწავლეებს სკოლაში სიარული ურჩევნიათ დისტანციურ სწავლებას. რეგულაციებს და რეკომენდაციებს მკაცრად ვიცავთ. დისტანციის დაცვაც არ გვიჭირს, რადგან მცირეკონტიგენტიანი სკოლაა.
დისტანციური სწავლებაც არ იყო რთული, თუმცა საკლასო ოთახს არაფერი სჯობს და თუ საჭირო გახდება, გასული სასწავლო წლის გამოცდილებიდან გამომდინარე დისტანციურ სწავლებასაც მზად დავხვდებით“, - ამბობს მამუკა ჩაჩუა.