ციხიის საჯარო სკოლაში დროებით დისტანციურად სწავლობენ - დირექტორი ონლაინ სწავლებაზე მოსაზრებას გვიზიარებს
19-11-2020

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ციხიის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა აბესაძე დისტანციურ სწავლებაზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს. მისი თქმით, გასულ სასწავლო წელს მიღებულმა გამოცდილებამ, მასწავლებლებს და მოსწავლეებს დისტანციურ სწავლებაში ბევრი რამ ასწავლა.

„ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზე სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს არჩევნების გამო. ვერ ვიტყვი, რომ ადვილია დისტანციური სწავლება ჩვენს სოფელში ინტერნეტთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მაგრამ ყველანაირი გზით თუ საშუალებით ვცდილობთ ყველა მოსწავლესთან სრულყოფილად წარვმართოთ საგაკვეთილო პროცესი „თიმსის“ დახმარებით.

სკოლაში დაბრუნების შემდეგაც გამოვიყენებთ ინტერნეტსწავლების რესურსებს მეტი მრავალფეროვნებისთვის. გასული სასწავლო წლის გამოცდილებამ გამოწვევების დაძლევა გვასწავლა“,-აღნიშნავს დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203